სად ჯანდაბაში ხართ? – ასეთი კითხვით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მიმართა, “ჰამასის” მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი რეაქციის გამო.
“ძალადობის გულსატკენი ისტორიები მოვისმინე. მე, ისევე როგორც თქვენ, სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ მოვისმინე”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ გაუგონია, რომ ქალთა ჯგუფები ან ადამიანის უფლებათა ჯგუფები ამის შესახებ “ყვიროდნენ.”
“ჩუმად იყავით, ვინაიდან ებრაელი ქალები იყვნენ? ქალთა უფლებების ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს ვეუბნები, თქვენ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, საშინელი სისასტიკეების, სექსუალური დასახიჩრების შესახებ გაიგონეთ? სად ჯანდაბაში ხართ? ველი, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერები, მთავრობები, ერები ასეთი სისასტიკის წინააღმდეგ ილაპარაკებენ,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.