LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მდებარეობს ყველაზე ლამაზი აეროპორტი

57

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტი კარიბის ზღვის კუნძულ საბაზე მდებარეობს.

ტურისტულმა პორტალმა “PrivateFly”-მ მილიონობით მოგზაურის გამოხმაურება შეისწავლა და იმ აეროპორტების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ყველაზე განსხვავებულ და უჩვეულო ადგილებში მდებარეობს. რაც შეეხება კუნძულ საბაზე მდებარე აეროპორტს, ის არამხოლოდ ყველაზე ლამაზი ხედებით გამოირჩევა, არამედ ყველაზე საშიში ავიაბაზების ათეულშიც შედის. მისი გამოყენება მხოლოდ თვითმფრინავის რამდენიმე მოდელისთვისაა ნებადართული, 400 მეტრის სიგრძის საფრენი ბილიკი კი დაჯდომასა და აფრენას კიდევ უფრო მეტად საშიშს ხდის.

რაც შეეხება ლამაზ ადგილებში მდებარე აეროპორტთა მეორე და მესამე ადგილებს, მათ ირლანდიისა და ნიცის აეროპორტები იკავებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები