LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადარბაზოში ნაპოვნი წითელი თმა ეკუთვნის ქალს, რომელსაც ომარი ხვდებოდა – მაგდა პაპიძე

417

მაგდა პაპიძე ამბობს, რომ მისი ქმრისა და შვილის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ადამიანი ფიგურირებს, ამის შესახებ მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა „ნანუკას შოუში“ ისაუბრა.

მაგდა პაპიძის თქმით, მის ქმარს, ომარ ქაფიაშვილს ბოლო პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა ქალთან, რომელიც „თითქმის დედამისის ასაკის იყო“.

 „მე იმას არ ვამბობ, რომ ეს ომარის საყვარელი იყო, არ მინახავს ერთად ერთ ლოგინში, მაგრამ ომარი არ მიმჟღავნებდა ამ ქალთან რა ურთიერთობა ჰქონდა. არ ამოიღეს, ასევე, ომარის მეორე ტელეფონი და ჩემმა დამ პროცესზე დაადასტურა, რომ ომარის ჰქონდა მეორე ტელეფონი, რომელიც გაქრა.

 მეორეც – ნაპოვნია სადარბაზოში წითელი ფერის თმა. მე ნანახი მყავს ეს ქალი და ვიცი, რომ წითელი თმა არის იმ ქალის. დამალა პროკურატურამ ეს.

 მე არ ვიცი, ამ ქალს ომარი რა საქმისთვის ჰყავდა, ზოგადად, რა კონტაქტები ჰქონდათ. რატომ ქირაობდა ომარი ბინებს ერთი ღამით? რეალურად, მათ ჰქონდათ რაღაც კავშირი, ან – თუ პირადი ურთიერთობა ჰქონდათ, შესაძლებელია, ამ ქალის მეუღლემაც გაიგო. ეს ერთი ვერსია.

მეორე – ბექა მჭედლიშვილი, ჩემი მაზლის მეგობარი ბიჭი იყო ერთადერთი ცოცხალი მოწმე, რომელსაც მაგ საღამოს ომარიმ დაურეკა, სახლიდან გავიდა და აღარ შემოსულა სახლში. რატომ დამალეს ეს ცოცხალი მოწმე და რატომ არ დაკითხა პროკურატურა, რომ გავიდა ომარი და ბექა ნახა, რა მოხდა. რატომ გაჰქონდა ომარის სახლიდან ფული და რატომ დამალეს ცოცხალი მოწმე?!“ – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g