LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, ნიკა მელიას დააპატიმრებენ – რას გადაწყვეტს პარლამენტი

160
melia

დღეს პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე იმსჯელებენ.

09:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება და მას ნიკა მელია და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრებიან. 12 საათზე კი გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

საქმე ეხება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისფაქტზე მიმდინარეობს და სწორედ ამ ნაწილში, უწყების ცნობით,  ნიკანორ მელიას მხრიდან დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები