LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადგურის მოედანზე“, მეტროს ესკალატორში ბავშვს ფეხი მოყვა

1331
სადგურის მოედანი

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, მეტროს ესკალატორში ბავშვს ფეხი მოყვა – აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაშავებული მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„შემთხვევის დროს მეტროს თანამშრომლებმა ესკალატორი მყისიერად გააჩერეს და ბავშვს ფეხი გამოუთავისუფლეს. ამასთან, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც არასრულწლოვანი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g