LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საძაგლიშვილი: “მიხეილ სააკაშვილის მოტაცება შეგვიძლია წამებად და არაადამიანურ მოპყრობად დავაკვალიფიციროთ”

504
BeFunky-collage (19)

“სააკაშვილის მოტაცება შეგვიძლია წამებად და არაადამიანურ მოპყრობად დავაკვალიფიციროთ – ხელისუფლებამ ცირკი მოაწყო,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია სააკაშვილმა შიმშილობის ფორმა დაამძიმოს.

„სააკაშვილის მოტაცება შეგვიძლია წამებად და არაადამიანურ მოპყრობად დავაკვალიფიციროთ. ხელისუფლების მიზანიც ეს იყო, როდესაც აანონსებდა, რომ გლდანის დაწესებულებაში უნდა მომხდარიყო მისი ჰოსპიტალიზაცია. ეს დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მას სათანადო სამედიცინო სერვისებით, ამაზე კონსილიუმმა განსაზღვრა კრიტერიუმები, შემდეგ სახალხო დამცველმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ეს დაწესებულება კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა. მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არის ძალიან მაღალი რისკი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. ხელისუფლების ნაბიჯები მიუთითებს, რომ მისი მიზანი ის კი არაა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს დაცული, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილმა დაამძიმოს ისედაც მძიმე ფორმა შიმშილობის, გაამკაცროს ეს ფორმა, რასაც ყველამ ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g