LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვებიან მეზობლები ქალზე, რომლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ნათესავი დააკავეს: „ბინიდან ხშირად ისმოდა ხმაური.. შვილი დარჩა“

770
ფორტუნა - 2023-05-04T135813.976

თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში, 36 წლის ქალი, მარიკა ბუთხუზი მოკლეს.

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი საკუთარმა ნათესავმა ხელკეტებითა და ელექტრო შოკის გამოყენებით  განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. 

მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

ქალი თავის საძინებელ ოთახში ნახეს ნაწამები.

მეზობლები „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობენ, რომ 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა.

ადგილობრივების თქმით, ქალთან ხშირად მოდიოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა.

„ამ გოგოს კარგად ვიცნობდი. ერთხელ ჩემთანაც იყო ამოსული. გარკვეული თანხა მთხოვა.. მისი ბინიდან ხშირად ისმოდა ხმაური. ამიტომ არაფერი განსხვავებული იმ დღეს არ გაგვიგია. გოგო მოკლული იპოვეს. პოლიცია რომ მოვიდა, ყველამ მაშინ გავიგეთ.“ – ჰყვება „ტვ პირველთან“ გარდაცვლილი გოგოს მეზობელი.

მეორე მეზობელი კი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ადგილზე პოლიციელთა მობილიზება დილიდან შენიშნა.

„დილით უკვე  ბევრი პოლიციელი იყო და რაღაცას ეძებდნენ.  ალბათ, ნივთმტკიცებას. არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო. მეუღლე არ ჰყავდა, შვილი დარჩა“. – ამ­ბობს მეზობელი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები