LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საელჩო ევაკუირებულია, თუმცა ბრიტანეთის ელჩი ქაბულში რჩება და თავისი ხელით უკეთებს ვიზებს იმ ავღანელებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ

126
1

ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად, ავღანეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი, ლორი ბრისტოუ მოექცა.

როგორც აღმოჩნდა, ელჩმა, რომელმაც აღნიშნული პოსტი სულ რაღაც ორი თვის წინ ჩაიბარა, გადაწყვიტა, საელჩოს ევაკუაციის მიუხედავად, მაინც დარჩენილიყო ქვეყანაში და დახმარებოდა იმ ავღანელებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.

ბრისტოუ ქაბულის აეროპორტში თავად გასცემს ვიზებს.

ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ფეისბუქმომხმარებელი Zurab Medzvelia:

“ავღანეთში ბრიტანეთის საელჩო ევაკუირებულია, თუმცა თავად ელჩმა, 57 წლის სერ ლორი ბრისტოუმ, რომელიც სულ ორი თვის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, უარი თქვა წამოსვლაზე, ქაბულის აეროპორტშია და თავისი ხელით უკეთებს ვიზებს იმ ავღანელებს, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ახლა ქვეყნის დატოვება სურთ. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის თავკაცობამაც კი მადლობა გადაუხადა ელჩს მამაცობისთვის”, – წერს Zurab Medzvelia.

ბრიტანეთის ელჩის ამ გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო მედიაც აქტიურად წერს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ელჩი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ათასობით ბრიტანელი და ავღანელი მოკავშირე უვნებელი გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილას.

თუმცა ის ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩეს  ევაკუაციისთვის.

 

 

ელჩი “ტვიტერში” აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორ მუშაობენ ბრიტანეთის წარმომადგენლები აეროპორტში და წერს, რომ ამ გუნდით ძალიან ამაყობს:

“ძალიან ვამაყობ ამ გუნდით. მთავრობის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავღანეთიდან ხალხი უსაფრთხოდ გავიდეს”, – წერს ელჩი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები