ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენების შეწყვეტის შესახებ.
უფრო კონკრეტულად, ფრენებს ამ ორი ქვეყნის მიმართულებით: სინგაპურის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის და მალაიზიის ავიახაზები წყვეტენ. როგორც ავიაკომპანიების მენეჯმენტში აცხადებენ, ისინი თავიდან აირიდებენ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას. ირანისა და ერაყის ნაწილის საჰაერო სივრცის გამოყენება აკრძალულია აშშ-შიც.
შეგახსენებთ, ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ამერიკულ ბაზებზე ერაყში, რამდენიმე საათში კი თეირანთან ახლოს.