LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ მედიკამენტ „რემდესივირის“ შეუძლია COVID 19 – ის ბლოკირება – ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე

442
8612ce02e5649b8013bad6f4612ffe6b (2)

საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ მედიკამენტ „რემდესივირს“ შეუძლია COVID 19 – ის ბლოკირება”,-ამის შესახებ ინფექციონისტმა ელზა ვაშაკიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის 150 მედიკამენტის გამოყენებით 1050 კვლევაა ჩატარებული და აქედან ყველაზე ეფექტური პრეპარატი “რემდესივირია”.

“ეს პასუხი ობიექტური არაა, მაგრამ რამდენიმე კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ყველაზე იმედისმომცემია ის კვლევები, რომლებიც ვირუსის გამრავლების ციკლზე მოქმედებენ. პრეპარატი “რემდესივირი” ყველასგან გამორჩეულია.

ის ყველაზე ცენტრალურ ადგილას, სადაც ვირუსი ვითარდება სწორედ იმ ადგილას მოქმედებს. თუ ამ პრეპარატის საშუალებით მოხდება ვირუსის გამრავლების უნარის ჩაკეტვა, ის იქნება პირველი ანტივირუსული პრეპარატი.

გამრავლების უნარის ჩაკეტვა ნიშნავს რომ, მას არ ექნება სხვა უჯრედში შესვლის უნარი. შესაბამისად ვირუსის გავრცელება უჯრედებში იქნება შეწყვეტილი. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ტამიფლუ გრიპის დროს”,- აღნიშნა ელზა ვაშაკიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g