LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო მედია: აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია – მისი ცხედარი ნაპოვნია

182
2026-03-01_00-56-16_823354

აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ ხამენეი ლიკვიდირებულია“, – წერს რავიდი X-ზე.

ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპვის მტკიცებულება უკვე წარუდგინეს.

ასევე, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g