LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” ჯანსუღ კახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტებით დაიხურა

583
შემოდგომის თბილისი

25 და 26 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტებით დაიხურა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი”. რიგით 33-ე ფესტივალის ფარგლებში 14 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით 11 ჟანრობრივად განსხვავებული კონცერტი მოისმინა მსმენელმა.

ჯანსუღ კახიძის სიმღერების კონცერტს მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდა, კონცერტში გარდა სიმღერებისა წარმოდგენილი იყო უნიკალური ვიდეომასალა ჯანსუღ კახიძის შემოქმედებიდან და საოჯახო არქივიდან. მისი ყველა დროის საუკეთესო სიმღერები შესრულდა ანსამბლ „რუსთავის“, კვარტეტ „რანინას” და სოლისტ გედი ჯინჭარაძის მიერ, ტრადიციულად კონცერტი წარმოდგენილი იყო თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

მაყურებლის ემოციამ და რეაქციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჯანსუღ კახიძის მუსიკა კიდევ ბევრი წელი გაუძლებს დროს და ყველა თაობის მსმენელის გულს დაიპყრობს!

ფესტივალს „შემოდგომის თბილისი“ მომავალ წლამდე დავემშვიდობეთ, იმ იმედით რომ, როგორც ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა არაერთ საინტერესო კონცერტს შემოგვთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g