LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა – პრემიერი

83
baxtadze

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს დიდი წარმატებაა და პირდაპირ გავლენას იქონიებს სიღარიბის დაძლევაზე.

“ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა. რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციების მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს უკვე ნაკლები რისკები და ეს აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება, ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად, ინვესტორების ნდობას, აისახება პოზიტიურად ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, სიღარიბის დაძლევაზე,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები