LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: ქვეყანა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან

61
232332516-4351618978209715-8530852182200645474-n

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება ბევრი მიმართულებით აისახება.

„თუ გადავხედავთ პანდემიის პერიოდს, ამავე სააგენტოს შეფასებები, პრაქტიკულად, ქვეყნების 99%-ის შემთხვევაში, უცვლელი დარჩა. ქვეყნების უმეტესობის შემთხვევაში, საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან, ესაა აღიარება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები, მათ შორის, აისახება ინვესტიციების მოზიდვაზეც და ვალუტის კურსზეც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g