LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფერავი ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების რეიტინგში მეხუთე ადგილზე მოხვდა

260
ღვინო

ტრადიციული კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas-მა 1500-ზე მეტი მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში, რომელიც 72 დასახელების ღვინოს აერთიანებს, მეხუთე ადგილი საფერავმა დაიკავა. განმარტებაში ვკითხულობთ, რომ საფერავი ქართული ყურძნის ჯიშია საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე რეგიონიდან – კახეთიდან და მისგან მუქი წითელი ფერის ღვინო მზადდება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მწიფე წითელი კენკრის არომატი და სასიამოვნო მჟავიანობა. საფერავი უნივერსალური ღვინოა და ის ჰარმონიულად ეხამება ბევრნაირ კერძს, განსაკუთრებით კი – ხორცეულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g