LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი ალერგიულ ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს

108
prse_3-2018-037

საფრანგეთში დაიწყეს ახალი სერვისი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მტვერზე ალერგია აქვს. ონლაინ რუკა თითოეულ ქალაქში ალერგენთა კონცენტრაციას სამი დღით ადრე აჩვენებს.

წარსულში ასეთი პროგნოზი მხოლოდ რეგიონების მიხედვით იყო ხელმისაწვდომი და თან იშვიათად ახლდებოდა. ახალი სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი, თანამგზავრთა მონაცემებს, მეტეოროლოგიურ პროგნოზებს და ისტორიულ მაჩვენებლებს გაანალიზებს. მტვრის შემადგენლობა 6 კატეგორიაში ვლინდება – „ძალიან დაბლიდან“ „ზედმეტად საშიშამდე“.

სერვისი დაეხმარება არამხოლოდ პაციენტებს, არამედ ექიმებსაც – ისინი მკურნალობის დანიშვნას მეტი სიზუსტით შეძლებენ. ქალაქების მერიები ამ მონაცემებს გამწვანების დროსაც გამოიყენებენ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ალერგიულ ადამიანთა რიცხვი საფრანგეთში ორჯერ გაიზარდა: დღეისთვის მტვერზე ალერგია ზრდასრულთა 30%-ს და ბავშთა 20%-ს აწუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები