LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ელჩი: ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით

93
დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც დიპლომატი Twitter-ზე წერს, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს, რეფორმები სიფრთხილით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გატარდეს.

„ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისათვის საკვანძო შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპს, ჩვენ მოვუწოდებთ, რეფორმები გატარდეს ფრთხილად, ფართო კონსულტაციებით, შესაბამისი გარდამავალი პერიოდით, რათა თავიდან იქნას აცილებული გამყინავი ეფექტი თანამდებობის პირებზე.“ – წერს საფრანგეთის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხმა დღევანდელ სხდომაზე უნდა მისცენ

სამართლებრივ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლებისა და ბოტების ბრძოლა იწყება: ლონდა თოლორაია

პოპულარულები