LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის საგარეო: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე – ინიციატივა ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება

132
t46xlshdzbsb2n8

საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის საფუძემდებლო ღირებულებებთან. ხოლო ბრალდებები ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ მიუღებელია.

„საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი. ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირდეს ყველა იმ ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა ერთგულება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე”, – წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g