LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში არასანქცირებული საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იგეგმება

1544231882-Paris-closes-tourist-sites-ahead-of-new-yellow-vest-protests-this-weekend

საფრანგეთის ხელისუფლება არასანქცირებულ აქციებში მონაწილე პირებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით საპროტესტო აქციებში მონაწილეობა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში იქნებიან შემჩნეულები.

სატელევიზიო მიმართვისას პრემიერმა ედუარ ფილიპმა განაცხადა, რომ ბიზნესისა და კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არეულობის მონაწილეებს დაეკისრებათ. ასევე, აიკრძალება დემონსტრაციების დროს ნიღბების ტარება.

ედუარდ ფილიპის თქმით, აქციებისთვის, რომლებიც ძირითადად შაბათ-კვირას ტარდება, პარიზში 80 ათასამდე სამართალდამცველი იქნება მობილიზებული.

ე.წ. “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციები საფრანგეთში უკვე 7 კვირაა გრძელდება. დემონსტრაციები 17 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საწვავის ფასის ზრდის შესახებ განაცხადა. სულ არეულობებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g