LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ბაგეტის არომატის მქონე საფოსტო მარკა გამოუშვეს

116

საფრანგეთის ფოსტამ გამოუშვა არომატიზებული მარკა, რომელსაც ბაგეტის სუნი აქვს. ამ გზით ქვეყანაში ცნობილი ფრანგული სპეციალიზაციის დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს. სიახლის შესახებ Lemonde წერს.

მარკაზე გამოსახულია ბაგეტი, რომელიც საფრანგეთის დროში ფერებში შესრულებული ლენტითაა შეკრული. პურის სუნის შესაგრძნობად მარკაზე ხელის გადასმაც საკმარისია.
საფრანგეთის ფოსტამ 594 ათასი ასეთი მარკა გამოუშვა. თითოეულის ფასი 1,96 ევროა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაგეტი იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები