საფრანგეთში საჯარო მოხელეებს სმარტფონებზე Candy Crush-ის, ნეტფლიქსისა და ტიკ ტოკის ჩამოტვირთვა აუკრძალეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კიბერუსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვაა. საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრის, ჟან-ნოელ ბარომის განცხადებით, აღნიშნული აპლიკაციები არ აკმაყოფილებს კიბერუსაფრთხოების შესაბამის ნორმებს.
შეგახსენებთ, 1-ელ მარტს კიბერუსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტმა თანამშრომლებს ტიკ ტოკის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალა, ხოლო ევროპარლამენტარებს ტელეფონიდან აპლიკაციის წაშლა ურჩია. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადის ხელისუფლებამაც.
ChatGPT Google-ს ორ წელიწადში გაანადგურებს