LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მაჩალიკაშვილები ხელმოწერებს შეაგროვებენ

81
machalikashvilebi

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამ მიზნით ისინი ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

კომისიამ 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პირები უნდა დაადგინოს და შეაფასოს, რამდენად ადეკვატური იყო ძალა, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. „უმრავლესობის წევრები იძახიან, რომ არ არის საჭირო კომისიის შექმნა. ისინი იმასაც იძახიან, რომ თემირლანი დამნაშავე იყო. ეს ხელისუფლება მთლიანობაში ერთ ჯამში იხარშება, პროკურორიც, მოსამართლეც, ივანიშვილიც და პარლამენტის უმრავლესობაც და დანარჩენი ხელისუფლებაც. ამათ ეს უნდათ თუ არა, მე შევაგროვებ ამ ხელმოწერებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც კი თემირლანის სისხლში ურევია ხელი, უნდა დაიბარონ დაკითხვაზე,“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედას იმედი აქვს, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მისი შვილის უდანაშაულობის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს.

mazda magti 5g