ჯანდაცვის მინისტრი გვამშვიდებს, რომ ზამთრის სეზონური ვირუსის ფონზე საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს და როგორც ყველა ქვეყანა, ჩვენც ისე უნდა გადავიტანოთ. მიუხედავად უწყების მიერ გაკეთებული “დამამშვიდებელი” განცხადებისა, მოსახლეობაში პანიკის საფუძველი რამდენიმე შემთხვევა გახდა.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, გორიდან დედაქალაქის კლინიკაში გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც გრიპის გართულებული ფორმა აღენიშნებოდა, თუმცა მიმღებმა კლინიკამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პაციენტი არა ვირუსით, არამედ სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
მიუხედავად კლინიკებში დაფიქსირებული პაციენტების სიმრავლისა, რომლებმაც დაწესებულებას გაციების შემდგომ, მაღალი სიცხეებით ან სხვა ვურუსული ინფექციის ფორმით მიმართეს, დაავადებათა ეროვნული ცენტრი თვლის, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. შესაბამისად, გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს.
ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია, ჩვენც როგორმე გადავიტანთ“ – ჯანდაცვის მინისტრი
„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის მიერ ბოლო პერიოდში გკეთებულ განცხადებებს, თვლიან რომ საქართველოში ძირითადად “ბ”-ე ტიპის ვირუსია გავრცელებული და მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გვირჩევენ დაუყონებლივ მივმართოთ ექიმს.