სოფელ ქვახვრელში, სადაც მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია განახლდა. ხელოვნური კუნძულიდან მაშველებმა 4 მწყემსი გადმოიყვანეს, 2 კი ადგილზე რჩება. ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში გვითხრეს, 2 მწყემსი ხელოვნურ კუნძულზე საკუთარი სურვილით დარჩა, რადგან შინაური ცხოველის დატოვება არ სურთ. უწყების ცნობით, მათ კარვები მიაწოდეს.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელში ადიდებულმა მდინარემ ხელოვნური კუნძული გუშინ, 24 მარტს შექმნა, სადაც 6 მწყემსი საქონელთან, ცხვრებთან და თხებთან ერთად ჩარჩნენ.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.