საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შსს-ს მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 26 463 000 ლარს გადააჭარბა.
საგანგებო მდგომარეობის დროს სულ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.
მათ შორის:
თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;
მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა – დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა – დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
კომენდანტის საათის დარღვევა – დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება – დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
ინდმეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენდა, იურიდიული შემთხვევაში კი – 15 000 ლარს.