LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძლიერი გვალვა ბოლო 70 წლის განმავლობაში – იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

125
ing

იტალია, ქვეყნის ისტორიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ გვალვას ებრძვის. 

გაუსაძლისად მაღალი ტემპერატურის გამო, იტალიის ჩრდილოეთით, ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობა ვრცელდება ემილია-რომანიის, ფრიული-ვენეცია-ჯულიას, ლომბარდიის, პიემონტისა და ვენეტოს რეგიონებში.

მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმა ითვალისწინებს 36,5 მილიონი ევროს გამოყოფას გვალვის მოსაგვარებლად.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მდინარე პოს ხეობაში, სადაც ქვეყნის საკვების დაახლოებით 40% იწარმოება, მათ შორის ხორბალი და ბრინჯი, თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ნალექი არ ყოფილა. საფრთხეშია იტალიის პირუტყვის თითქმის ნახევარიც.

საგანგებო მდგომარეობა მიზნად ისახავს “განსაკუთრებული საშუალებების და უფლებამოსილებების” მინიჭებას, რათა უზრუნველყოს გადაუდებელი ზომების მიღება, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტირებისთვის, საჯარო და კერძო საკუთრების მიყენებული ზარალის აღდგენისა და მოსახლეობის ნორმალური ცხოვრებისთვის.

ჩრდილოეთ იტალიის ასზე მეტი მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა მიეღო სპეციალური ზომები წყლის დაზოგვის მიზნით, მათ შორის არის ვერონა და პიზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები