LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიმუნის ყვავილის შემთხვევები იზრდება: სან-ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

63
Untitled design (4)

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მიზეზი მაიმუნის ყვავილის შემთხვევების საგანგაშო ზრდაა.

ივნისის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც ქალაქში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების რიცხვი 260-მდე გაიზარდა.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან შევა, რაც საშუალებას მისცემს ქალაქს, მოემზადოს და გამოყოს რესურსები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

“სან-ფრანცისკომ კოვიდპანდემიის დროს აჩვენა, რომ ადრეული ქმედება აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

ჩვენ ვიცით, რომ ეს ვირუსი ყველაზე თანაბრად მოქმედებს – მაგრამ ასევე ვიცით, რომ ჩვენს ლგბტქ თემში მყოფი ადამიანები ახლა უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. ჩვენს ლგბტქ თემში ბევრი ადამიანი შეშინებულია და იმედგაცრუებულია. ეს საგანგებო სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა და ასევე უკეთ მოვემზადოთ მომავლისთვის”, – აღნიშნა მერმა.

ქალაქში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 3 ივნისს გამოვლინდა.

ევროკავშირმა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ჩუტყვავილას ვაქცინა დაამტკიცა

საქართველოს კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული – რას ამბობს “ჯანმოს” წარმომადგენელი “მაიმუნის ყვავილზე”

„მოსახლეობას ვამშვიდებ, საპანიკო არაფერია… ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

„თუ არის ცხელება, გამონაყარი, ევროპაში მოგზაურობის ისტორია, სასურველია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები