LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ არის ცხელება, გამონაყარი, ევროპაში მოგზაურობის ისტორია, სასურველია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

187
გამყრელიძე ყვავილი

ქვეყანაში ეპიდზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე გაძლიერდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „მთავარ არხთან“ განაცხადა.

„საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც უკვე კარგა ხანია გაწერილია და კარგადაა. 21 დღეზე მეტია გასული.

მოგეხსენებათ, ინკუბაციური პერიოდია, ამიტომ მას შემდეგ გავრცელება არ ყოფილა.

ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ქვეყანაში ეპიდზედამხედველობა გაძლიერდა. ასევე მობილიზებული იქნა ლაბორატორიული სიმძლავრეები.

თუ იწყება ცხელება და იწყება გამონაყარით მიმდინარე დაავადება და არის ევროპაში მოგზაურობის ისტორია, ადამიანი არის, რისკჯგუფის წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, სასურველია, რომ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. “ – აცხადებს ამირან გამყრელიძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ევროპაში მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

შეგახსენებთ, საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები