LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირია დაჯარიმებული

124
SAGANGEBO

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

გომელაურის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებულია, ჯარიმები გამოწეროს.  

„სამწუხაროდ მთლიანობაში 350-მდე ჯარიმის დაწერა მოგვიწია. არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოში მეორე დღეა კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.  

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g