LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

454
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  სადისპეტჩერო დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სხვადასხვა წლებში, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობამდე, ცენტრის ახალი დირექტორი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა.

mazda magti 5g