LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებს შეღავათები და დანამატები დაუწესდებათ

223

გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები განისაზღვრა.

სამსახურის უფროსის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

შეღავათები შემდეგ პირობებს ითვალისწინებს:

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი მოსამსახურეები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურ დანამატებს მიიღებენ;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მას ერთჯერად ფულად დახმარებას მისცემენ;
  • მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: დაქორწინებისას, ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და შვილის შეძენის შემთხვევაში.
  • სამსახურის მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.

 

mazda magti 5g