ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი ბაია პატარაია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მხარდასაჭერად საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს ჰეშთეგით – #გოგონებისთვის.
"რეგინფო" ვრცელ სტატიას აქვეყნებს 14 წლის გოგოზე, რომელიც ორჯერ მოიტაცეს და რომელზეც რამდენჯერმე იძალადეს:
14 წლის გოგოს შემზარავი ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს
“მივმართავ მინისტრებს, სახელმწიფოს, საზოგადოებას, ყველას! დავიცვათ ერთი პატარა აზერბაიჯანელი ეროვნების გოგო.
თუ თქვენც შეგტკივათ გული, გააზიარეთ, ან ჩაწერეთ თქვენი ვიდეომიმართვები ჰეშთეგით #გოგონებისთვის – მე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,” – მოუწოდებს ის მსმენელებს.
საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი.
ნახეთ ვრცლად: 14 წლის გოგოს შემზარავი ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს