LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს – რას ამბობს ბავშვის მამა

728
Untitled design (6)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორ­მუ­ღან­ლოდან გატაცებული 13 წლის არას­რულწლოვანი სამართალდამცველებმა იპოვეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„მეუბნებიან, რომ ვითომ ჩემი გოგოა წასული.. 13 წლის გოგო როგორ წავიდა, თუ ასე იყო, მოაბრუნონ“ – რას ამბობენ ოჯახის წევრები არასრულწლოვანი მოზარდების შესაძლო დაოჯახებაზე

13 წლის მოზარდის პოვნის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობს ბავშვის მამა:

„პოლიციამ ახლა მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და გავარკვევ, როგორ არის ჩემი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. სხვა არაფერი არ ვიცი“, – თქვა მოზარდის მშობელმა.

ცნობისათვის, 13 წლის გოგოს და 16 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს გავრცელდა. როგორც არასრულწლოვანი გოგოს მამამ მედიასთან განაცხადა, მისი შვილი მეზობელმა, ასევე არასრულწლოვანმა, 16 წლის ბიჭმა ცოლად მოჰყვანის მიზნით გაიტაცა. მოზარდის მამამ ასევე თქვა, რომ ბიჭმა გოგოს ხელი ჯერ კიდევ 3 თვის წინ სთხოვა, რაზედაც მან უარი მიიღო. მისი ვარაუდით, სწორედ ამის შემდეგ ბიჭმა მისი შვილი გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

mazda magti 5g