LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო: საქართველოს მოქალაქეებისთვის ლვოვიდან პოლონეთში ავტობუსის რეისები დაინიშნა

145

საქართველოს მოქალაქეების გაყვანისთვის უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით ლვოვიდან ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე ყოველდღე, უკრაინის დროით დილის 08:00-დან 09:00 საათამდე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე და აუცილებელია წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომრებზე:

  • +380 (63) 376 77 68
  • +380 (63) 376 73 64

“უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g