LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგურამოში ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

herbs-spices+cover

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში, ჩაის და სანელებლების გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

საწარმო წელიწადში 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებლებს გადაამუშავებს.პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის.

გადამმუშავებელ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულისაწარმოში „მანნა“ ჯამურად 871,058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 348,423 ლარი გრანტია, ხოლო 435,529 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 186 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g