LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია-ს დაკვირვებით, არჩევნებზე ამომრჩევლის ნების კონტროლი, აგიტაცია და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა გამოვლინდა – დამკვირვებლებმა 130-მდე საჩივარი დაწერეს

48
საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა ტიპის პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა. როგორც ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დღის განმავლობაში ზოგ უბანზე არსებულ დაძაბულ ატმოსფეროს შეეძლო, გავლენა მოეხდინა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.

საია-ს ცნობით, კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • ამომრჩევლის ნების კონტროლი (დღის განმავლობაში არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას);
  • 100-მეტრიანი რადიუსის წესის დაცვასთან დაკავშირებით გამოძახებული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ იღებდნენ სათანადო ზომებს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საპატრულო პოლიცია გამოძახების ადგილას არც კი მისულა;
    ცალკეულ უბნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევა;
  • მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იმავე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის, ასევე არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებისა და ხმის მიცემის ფაქტები;
    საარჩევნო ყუთში არაუფლებამოსილი პირების მიერ კონვერტების მოთავსების ერთეული შემთხვევები;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევა;
  • გადასატანი თუ ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობასთან დაკავშირებული ცალკეული დარღვევები;
  • კომისიის წევრების მხრიდან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის მხარდაჭერის მოწოდებისა და აგიტაციის აკრძალვის წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა.
  • საია-ს უბნების ნაწილზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა.
  • გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიმართ მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.
  • ზოგ შემთხვევაში დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე არ ეძლეოდათ ფოტო/ვიდეო გადაღების, ასევე საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობა.

კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს – 30 ოქტომბერს ჩატარდება

არასამთავრობო ორგანიზაციაში საკუთარი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზეც საუბრობენ, კერძოდ:

  • საიას 6 დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან, ხოლო ერთ შემთხვევაში შეუქმნეს ზეწოლის გარემო, რის გამოც, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა უბანი.
  • ხმის დათვლის დაკვირვების დროს კომისიის თავმჯდომარე უკრძალავდა ვიდეოგადაღებას საიას დამკვირვებელს ბათუმის 66-ე უბანზე.
  • გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საიას დამკვირვებელს უბანზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, როგორც დღის პირველ მონაკვეთში, ისე უბნის დახურვის შემდეგ.
  • თელავის 54-ე უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ცემით დაემუქრა საიასა და საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებლებს, რის შემდეგაც საიამ მიმართა სამართალდამცავებს მყისიერი საფრთხის აღსაკვეთად.
  • საარჩევნო რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა უბნების დახურვის შემდგომაც:
  • საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ხმის მთვლელების წილისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დარღვევა.
  • საიას დამკვირვებლებმა რამდენიმე შემთხვევაში საჩივარი შეიტანეს კომისიის წევრების წინააღმდეგ მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, როდესაც ისინი საარჩევნო უბანს ხმის დათვლის პროცესში ტოვებდნენ.
  • ტენდენცია დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან ჩანაწერთა წიგნისა და ბიულეტენების დაულუქავი სახით მისვლასთან დაკავშირებით
  • დიდ ქალაქებში ხმის დათვლის პროცესი განსაკუთრებით დიდ ხანს გრძელდებოდა და, ამასთან, კომისიები დროულად ვერ ახერხებდნენ შემაჯამებელი ოქმების შედგენას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს, ჩამოთვლილი დარღვევების შესაბამისად, საია-ს დამკვირვებლებმა 130-მდე საჩივარი და შენიშვნა დაწერეს. კენჭისყრის დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კი ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავდა.

TI: ხელისუფლებას არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების ნება კვლავ არ გააჩნია

mazda magti 5g