24 იანვარს ტელეკომპანია Fox-ის ეთერში „საიდუმლო მასალების“ ახალი სეზონის პრემიერა შედგება. იქამდე კი, ინტერნეტში ჩნდება პირველი კადრები უახლესი ეპიზოდის პირველი სერიიდან.
ლოს-ანჯელესში კი ფილმის შემქმნელები და გულშემატკივრები ახალი სეზონის პრემიერაზე შეიკრიბნენ. წითელი ხალიჩის კულმინაცია კი, გახლდათ ჯილიან ადერსონისა და დევიდ დუხოვნის ერთად გამოჩენა. საყვარელი პერსონაჟების დაბრუნებას ეკრანზე მაყურბელი უკვე რამდენიმე წელია ელოდება. 47 წლის ანდერსონი პრემიერაზე გრძელი ლურჯი კაბით მივიდა, 55 წლის დუხოვნი კი casual-ის სტილის პიჯაკით გამოჩნდა. ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ სერიალის სხვა მსახიობებიც, რობი ამელი, ლორენ ემბროუზი და ანაბეტ გიში.
https://www.youtube.com/watch?v=aibJYXwZ61o