LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიენტოლოგი ტომ კრუზი ლოს-ანჯელესს საბოლოოდ ემშვიდობება

327

ტომ კრუზი ლოს-ანჯელესს საბოლოოდ ემშვიდობება და ყიდის სახლს, რომელშიც მან თითქმის 10 წელი იცხოვრა.

TMZ-ის ინფორმაციით, 10 000 კვ.მ ფართობის სახლს, სადაც ტომი ცოლთან, კეტი ჰოლმსთან ერთად ცხოვრობდა, 40 მლნ დოლარად იყიდება. თავდაპირველად მსახიობს სახლის გაყიდვა 45 მლნ დოლარად სურდა, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა.

კრუზის სახლის ახალი მფლობელი მილიარდერი ლეონ ბლექი გახდება, რომლის ქონება 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტომმა ოქტომბერში გაყიდა ჰოლივუდში მდებარე სახლიც, რომელიც $11.4 მილიონად მსახიობმა ევა ლონგორიამ შეიძინა.

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი უკვე გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ ქლიერუოთერში, რომელიც მისი რელიგიის – საიენტოლოგიის „დედაქალაქად“ არის მიჩნეული.

2

3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები