LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები ავარიის შესახებ, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს

114

50 კმ/სთ სიჩქარეზე მომხდარი ავარიის დროს ადამიანის თავი 400 კილოგრამს იწონის, არასწორად დარეგულირებულმა თავის მისადებმა კისრის მალების სერიოზული ტრამვები შეიძლება გამოიწვიოს, საშიშია სხვადასხვა საგნებიც, რომლებიც ავარიისას ავტომობილის სალონშია.

„ავარიის დროს დარტყმა ადამიანს წინ 2,5 ტონა ძალით გაისვრის. ეს დაახლოებით ორი ავტომობილის წონაა. 64კმ/სთ სიჩქარეზე შეჯახებისას, ძალის ასწრაფება 30-ჯერ მეტი დატვირთით ხდება“ – ამბობს პოლონურ ბლოგთან ინტერვიუში ნიკოლა კრუპინსკი Instytut Transportu Samochodowego-დან.

საინტერესოა, რომ ქალაქში დასაშვები სიჩქარით მოძრაობისას, ჩვენი სხეული შესაძლოა დანაშაულის იარაღი გახდეს. ამის თავიდან აცილება უსაფრთხოების ღვედით არის შესაძლებელი, რომელი სტატისტიკის მიხედვით, 65%-ით ამცირებს ავარიისას სიკვდილიანობას.

გასულ წელს პოლონეთის გზებზე 3 000 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევების მიზეზი როგორც წესი მაღალი სიჩქარეა, სიკვდილის მიზეზი კი ხერხემლის, ან თავის ტრამვა, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანება. სამწუხაროდ უცნობია, რამდენი ტრაგიკული შემთხვევა განაპირობეს დაუმაგრებელმა ბარგმა, წყლის ბოთლებმა და სმარტფონებმა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ნივთებს ადამიანის მოკვლა შეუძლიათ, მსუბუქი ქოლგა ავარიისას 13 კილოგრამს იწონის, სმარტფონი 10-ს, 1.5 ლიტრიანი წყლის ბოთლი კი 60 კილოგრამს.

მგზავრობისას, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა მგზავრი და ყველა ნივთი თავის ადგილზე იყოს. ბარგი საბარგულში ჩადეთ, პატარა ნივთები კი სახელთათმანეში. ბოთლის სავარძელზე დადებას, სჯობს სპეციალურად გამოყოფილ სათავსოში ჩადოთ. ცხოველი სპეციალური საიმედო დაცვის გარეშე ავტომობილში არ უნდა ჩასვათ. ძაღლი, რომელიც სავარძელზე ზის, ექსტრემალური დამუხრუჭებისას წონაში 40-ჯერ იმატებს“ – ამბობენ სპეციალისტები.

უბედური შემთხვევების უმრავლესობა მოკლე მარშუტებზე ხდება, როდესაც ადამიანი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები