LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინვესტიციო პოტენციალი შეიძლება გაიზარდოს საქართველოში დღეს იმიტომ, რომ გარშემო ომია – თემურ ჭყონია

53
თემურ ჭყონია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს საგადასახადო სისტემა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკა მაინცდამაინც მიმზიდველი არაა. მისი თქმით, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი იზრდება რუსეთისა და უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის ხარჯზე.

“საინვესტიციო პოტენციალი შეიძლება გაიზარდოს საქართველოში დღეს იმიტომ, რომ გარშემო ომია. საქართველო უკეთეს პირობებშია დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდრე სხვა ქვეყნები და საინვესტიციო პოტენციალის ზრდა შეიძლება ამითაც არის გამოწვეული. თვითონ ინვესტორი არის პროფესია. თუ ინვესტორმა დაინახა, რომ საგადასახადო სისტემა არის კარგი, საგადასახადო სისტემათა სასამართლო არის კარგი, რაც ჩვენთან პრობლემატურია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაინტერესდება ინვესტიციით. შეიძლება ინვესტიცია არსებობდეს, მაგრამ საინვესტიციო გარემოსთვის ბევრი ნიუანსია მოსაფიქრებელი: მოსახლეობა, მსყიდველუნარიანობა, ეკონომიკა… ჩვენ საინვესტიციო გარემო გვაქვს ესებ-ში, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში,“ – განაცხადა ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g