LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საიტი გამართულად იმუშავებს“ – რა ცვლილებები შევიდა რეგისტრაციის მეთოდში

122
vaqcina44

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში“

მინისტრის თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რათა შესაფერისად დავხვედროდით „ფაიზერის“ დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს შეუფერხებელ ხელმისაწვდომობა ჰქონოდა.

საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც „აიტის“ სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს. მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის.

მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით განვახორციელეთ რამდენიმე ცვლილება.

კერძოდ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g