LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება

85
1fb41e20-051e-11e9-bc04-f5d07e8c1605

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 1,614,671.1 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 60 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის დამტკიცებული გეგმის მაჩვენებელზე.

არსებული ინფორმაციით, მომდევნო წელს საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსებით. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან, სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გათვალისწინებულია საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობის ზრდაც. კერძოდ, 2021 წელს საჯარო სექტორში 112 570 დასაქმებული იქნება და შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გეგმასთან შედარებით, 356-ით იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g