LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

147
registraciaskolebi

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საჯარო სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.emis.ge

პირველი არხის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 11 150 ბავშვია დარეგისტრირებული. მინიმალური აქტივობა რაჭაში დაფიქსირდა, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირველკასელია დარეგისტრირებული. აქტიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  თბილისზე მოდის.

მეოთხე ეტაპი, ანუ გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, უშუალოდ სკოლაში განხორციელდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 9:00 საათზე დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები