LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო სკოლებში შესაძლოა, ჩინური ენის სწავლება დაიწყოს

chinuri

სკოლებში შესაძლოა, ჩინური ენის სწავლება დაიწყოს. როგორც განათლების სამინისტროში “ფორტუნას” უთხრეს, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

ჩინურ ენას მოსწავლეები მეხუთე კლასიდან, როგორც მეორე უცხო ენას, სურვილის მიხედვით, აირჩევენ.

როდიდან დაიწყება სწავლება, ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე უცნობია, შემუშავებული აქვს თუ არა უწყებას შესაბამისი პროგრამა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მემორანდუმი გაფორმებულია და უკვე დაიწყო მუშაობაც, დამატებით დეტალებზე კი, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g