LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: ბათუმში ერთ-ერთმა დაკავებულმა თქვა, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა

126
აქცია ბათუმში

სახალხო დამცველის განცხადებით, რუსების კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე.

შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს

როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის რწმუნებული საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, დაკავებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას“. – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა

 

პოპულალურები