LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: „შემაშფოთებელია მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან  განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები“

210
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პოლიციის მხრიდან „არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტების ფაქტებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები.

„ნიკო მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი“ – რას წერს გურამ როგავა თბილისის გასასვლელთან, აქციაზე დაშავებული ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თბილისის გასასვლელთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დაშავდა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, „თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა. ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავებულ ოპერატორზე წერს: „ნიკო მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომწერა, რომ მალა გადარჩა, საბედნიეროდ, მოტეხილობა არ არის, ექიმები აგრძელებენ კვლევას და დაკვირვებას. ჯანმრთელობა […]

„ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 1481 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, სავარაუდოდ, დააკავეს

ხატია დეკანოიძე: „ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია“

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g