LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: „USAID სახალხო დამცველის აპარატს ძალიან ბევრ რამეში ეხმარება, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის“

124
ლევან იოსელიანო

„USAID ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი მიმართ არაფერი არ მეთქმის“, – ამ განცხადებით სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მიიჩნევს თუ არა სახალხო დამცველი, რომ USAID და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში გადატრიალებას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის არის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, რომელთანაც ომბუდსმენს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა აქვს.

„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია – ყველაფრის უკან USAID-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე

„USAID-თან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია, რომელთანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება გვაქვს. ამ ორგანიზაციასთან ძალიან კარგი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს, ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის“. – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება მზაკვრული გეგმების – სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით პირდაპირ მტრობას ასახავს“ – კალაძე სუსის განცხადებაზე

ფოტო: ტვ „ფორმულა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები