LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრძანება გამოქვეყნდა

56
ხელმოწერა

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება გამოქვეყნდა.

ბრძანება „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2283 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესი“.

2. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2022 წლის 14 სექტემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g