სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აქტიურადა არის ჩართული ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ინივიატივის ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. სააგენტომ წარმატებით შეასრულა OGP-ის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. დღეს, ღია მმართველობა პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტზე სახელმწიფო შესყიდვებს სპეციალური სესია დაეთმო, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში დამტკიცდა OGP – ის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე იქნა წარდგენილი სამიტზე.
სამიტის მონაწილე დელეგატებიდან, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიმართ დიდი დაინტერესება გამოთქვეს ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი დეტალურად გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს.
მიმდინარე წლის 17-19 ივლისს, თბილისში ტარდება ღია მმართველობა პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი. სამიტს ესწრება 70-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი, მაღალი თანამდებობის პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.