2018 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 115 600 000 ლარზე მეტის მობილიზება უზრუნველყო.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებიდან კერძო სექტორში გადავა და ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთვება 988 ქონება, ხოლო გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 68 000 000 ლარს აჭარბებს.

